რიტმი შთაგონებულია ქართული ცეკვის ცოცხალი დინამიკითა და ანრი მატისის უკვდავი შედევრით „ The Dance – Wikipedia “. ამ ინსპირაციით რიტმი აკავშირებს ქართულ ტრადიციებს მსოფლიო კულტურებთან და ქმნის ჰარმონიულ სინთეზს.
რიტმის კოლექციაში არსებული ყველა კოსმეტიკური პროდუქტი გამოირჩევა განსაკუთრებული სურნელითა და ტექსტურით, რაც მათ გამოყენებას ნამდვილ რიტუალად აქცევს.
სასტუმროს ერთჯერადი შხაპის გელის უნიკალური ფორმულა, რომელიც შეიცავს მწვანე ვაშლისა და ალოეს ექსტრაქტებს, სასიამოვნო სურნელთან ერთად სხეულს სიახლის შეგრძნებას ანიჭებს. კრემისებრი ტექსტურა ნაზად წმენდს კანს. შეიცავს დამამშვიდებელ ინგრედიენტებს და არ იწვევს გაღიზიანებას.